თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, სად უნდა იშოპონგოთ წინასაახალწლო პერიოდში, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ განახლებულ ჰუალინგ პლაზაში უსაჩუქროდ არავინ დარჩება. გრანდიოზული ფასდაკლებებისა და შეთავაზებების პარალელურად, ჰუალინგში მისულ მომხმარებლებს განსაკუთრებული საჩუქრები ელით. შეთავაზება 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სიურპრიზებში გელოდებათ: Iphone 13, Mac Book, ტელევიზორი, მაცივარი, დინამიკები, გაზქურა, მოლის სასაჩუქრო ვაუჩერები და კიდევ უამრავი სხვადასხვა პრიზი.
25 და 26 დეკემბერს პირველი 10 მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 150 ლარს დახარჯავს მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, მიიღებს 200-ლარიან ვაუჩერს.
24-31 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე დიდ შენაძენს გააკეთებენ, მიიღებენ მოლის 5 000-, 1 500- და 500-ლარიან ვაუჩერებს. ვაუჩერების გამოყენება სავაჭრო ცენტრის ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი.
Hualing Plaza კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მოლია, რომელიც 110 000 კვ.მ. ფართობზეა გაშლილი. აქ ყველაფერს იპოვით სახლის გარემონტებისა თუ მოწყობისთვის. მოლი აერთიანებს: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტს, აუთლეტებს, ავეჯის მაღაზიებსა და ტექნიკას. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა ბრენდი: „მიჰაუსი“, „კარფური“, „ზუმერი“, „ალტა“, „გრანდ აუთლეტი“, „უნიკომი“, „ემბავუდი“, „აილიანგი“, „ბეკო“, „ალკორიუმი“, „ტექნოლაბი“, „მინისო“, „ლიდერი“, „მაგნიტ მოლი“ და „ვიბრანტი“.