ავტორი:

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებსა და მოზარდებს ტოიოტას გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებსა და მოზარდებს ტოიოტას გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ბავშვებსა და მოზარდებს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-15 გლობალურ საბავშვო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტრადიციული ხატვის კონკურსი - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გაუზიარონ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოსახვედრად, აუცილებელია ბავშვებმა კონკურსში მონაწილეობა, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. კონკურში ჩართვა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, შემოსული საკონკურსო ნახატებიდან კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს. 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს.

„ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ (Toyota Dream Car Art) საკონკურსო პირობების, აპლიკაციის ფორმის, მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3dW5po1

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარადგინონ 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გაგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 032 2511

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედოვნებს, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და „ტოიოტას ოცნების ავტომობილით“ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ.

NS