ავტორი:

რა განაპირობებს ბრიკორამაში გარანტირებულად დაბალ ფასებს

რა განაპირობებს ბრიკორამაში გარანტირებულად დაბალ ფასებს

ჰიპერმარკეტი ბრიკორამა მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანსა და ევროპულ ხარისხთან ერთად, ბაზარზე გარანტირებულად დაბალ ფასსაც სთავაზობს. როგორც, ბოლო დროს ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების საფასო პოლიტიკის კვლევითაც დასტურდება, ბრიკორამაში სხვა ჰიპერმარკეტებთან შედარებით საერთო ასორტიმენტში წარმოდგენილი პროდუქციის 80% უფრო დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ (იხ. კვლევა )

გარდა საუკეთესო ფასისა, ბრიკორამაში მოქმედებს მუდმივი აქციები, რაც ძალიან ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, ვინც სახლის მოწყობისა და განახლების აქტიურ რეჟიმშია. თუ თქვენი სარემონტო ხარჯი 2000 ლარს და მეტს შეადგენს, ბრიკორამაში ავტომატურად 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. 1500 ლარიან და მეტ შენაძენზე 15%-იან ფასდაკლებას, 1000 ლარიან და მეტ შენაძენზე -10%-ს ხოლო 500 ლარიან და მეტ შენაძენზე კი, 5%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ სარგებლობას.

ბრიკორამაში ასევე, მოქმედებს სამშაბათის ფასდაკლებაც, რაც გულისხმობს რომ, ყოველ სამშაბათს ნებისმიერი ღირებულების შენაძენზე მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას.

საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით კი, 15 დეკემბრიდან ბრიკორამაში მისულ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 25%-იანი ფასდაკლებით საახალწლო პროდუქციის სრულ კოლექციაზე. ბრიკორამაში ასევე, შეხვდებით ეკონომ ფასის პროდუქტებსაც სხვადასხვა კატეგორიაში.

გარდა ამისა, ჰიპერმარკეტმა უკვე ოფიციალურად ჩაუშვა ონლაინ მაღაზია www.bricorama.ge და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც პროდუქციის შეძენა ონლაინ რეჟიმში უფრო მოსახერხებელია, 15%-იანი ფასდაკლება აქვს ნებისმიერ შენაძენზე.

ბრიკორამა მომხმარებლებს სთავაზობს ყველაზე დაბალ ფასებს ნებისმიერი კატეგორიის პროდუქციაში, რასაც კვლევაც ადასტურებს. სწორედ ამიტომ, ჰიპერმარკეტში მოქმედებს ,,შეადარე ფასისა და ხარისხი“-ს კამპანია, რომლის ფარგლებშიც, თუ მომხმარებელი ბრიკორამაში შეძენილ პროდუქტს სხვაგან უფრო იაფად აღმოაჩენს, ჰიპერმარკეტი ორმაგად აუნაზღაურებს სხვაობას.

გარდა აქციებისა ბრიკორამა მრავალფეროვანი არჩევანითაც ანებივრებს მომხმარებლებს. ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 55 000 დასახელების პროდუქტი, რომელიც ერთიანდება ოთხ ოჯახში: მშენებლობა, განახლება, ეზო და დეკორაცია.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიკორამას ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის 90% სერტიფიცირებულია და სრულად აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტით დადგენილ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა ნორმას.

R