ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს,  გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს" -  ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს,  გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს" -  ადვოკატი

"მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მისთვის შიმშილობა არის პროტესტის ფორმა და არა სუიციდის საშუალება", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი მადლობა უხდის ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო პროტესტს ნებისმიერი ფორმით გამოხატავს, თუმცა სთხოვს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

"შიმშილობა არ არის თვითმკვლელობის პროცესი, როგორც ამას პრემიერი ღარიბაშვილი ნათლავს ხოლმე საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო. პრეზიდენტი მადლობა უხდის ყველა ადამიანს, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, მდგომარეობა ძალიან საფრთხილოა, რაც კვების სირთულეებით და პოსტტრავმული აშლილობით გამოიხატება.

"თუმცა, მორალურად არის ძალიან მხნედ, განწყობილია ოპტიმისტურად და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს თავის მიზანს”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.