ავტორი:

"ჩვენთვის ნატო-ს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისაკენ მიუღებელია - თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, დაუყოვნებლივ!" - ვლადიმერ პუტინი

"ჩვენთვის ნატო-ს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისაკენ მიუღებელია - თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, დაუყოვნებლივ!" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში გარკვევით აჩვენა, რომ მისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მიუღებელია.

"ამ კუთხით ჩვენ ნათლად და გარკვევით განვაცხადეთ, რომ ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისაკენ მიუღებელია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარდგენილ შეთავაზებებზე საუბრისას.

მისი თქმით, ნატო-მ ერთხელ უკვე "თავხედურად“ მოატყუა რუსეთი.

"არც ერთი დუიმი აღმოსავლეთით - გვითხრეს 90-იან წლებში. მერე? უბრალოდ თავხედურად მოგვატყუეს. ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა. ახლა კი, რუმინეთში, პოლონეთში გამოჩნდება შესაბამისი სისტემები. ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ მივედით აშშ-ს საზღვრებთან? ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან? ჩვენთან კი მოვიდნენ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთმა დაუყოვნებლივ და ახლავე უნდა მისცეს რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები და არ მოითხოვოს ეს რუსეთისგან.

"თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები. თქვენ! და დაუყოვნებლივ, ახლა და არა ათწლეულების განმავლობაში ლაპარაკი“, - განაცხადა პუტინმა.