ავტორი:

"მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას არ ვაპირებ" - მიხეილს სააკაშვილი

"მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას არ ვაპირებ" - მიხეილს სააკაშვილი

"კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა. ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც აქეთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.

სააკაშვილი მიმართვაში წერს, რომ ვერც 2008 წლამდე და ვერც 2008-2012 წლებში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა.

"მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მგონი იცით. იქნებ ამ ყარაულის რაოდენობა ორჯერ მაინც შეამციროთ და ხალხი დაიცვათ.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ვერც 2008-მდე და ვერც 2008-2012-ში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა. და თუ ზოგჯერ ვიღაცას აკავებდნენ, პირდაპირ ვიღებდი ყურმილს, ვურეკავდი მაგალითად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, კლინტონს და სწრაფად ვწყვეტდი საკითხს.

არც ხაზის გადმოწევა ხდებოდა. ერთხელ სცადეს საჩხერის რაიონში, მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენე და 1 კვირაში უკან გადაწიეს. ასეთია ფაქტები!", - წერს წერილში სააკაშვილი.