"ამ ადამიანებს აწვალებენ, სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ ბოიკოტში არიან", - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მასობრივი შიმშილობის აქციას გამოეხმაურა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, თავად ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ, პატივისცემას იმსახურებენ იმისთვის, რომ მზად არიან, სიცივეში გარკვეული იდეისთვის ორგანიზმი დაიზიანონ, მაგრამ ალბათ, თავადაც ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ამაო ძალისხმევაა.
"გულდასაწყვეტია, რომ ამ ადამიანებს აწვალებენ, სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, კომიტეტების სხდომებზე ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ, ბოიკოტში არიან. ძალიან მაგარი ბოიკოტი აქვთ, მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ, ეს არის უპასუხისმგებლობა,"- განაცხადა ელისაშვილმა.