ავტორი:

როგორ დააშორა ერთმანეთს პანდემიამ ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო - "მისი დანახვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი"

როგორ დააშორა ერთმანეთს პანდემიამ ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო - "მისი დანახვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდი"

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო წლებია საუკეთესო მეგობრები არიან და მათ შორის მტკიცე, ურყევი, განსაკუთრებული კავშირია.

კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც ჩანს, მეგობრებს დიდხანს მოუწიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. ქეითი ამბობს, რომ ერთ წელს მეტხანს არ უნახავს ლეო, თუმცა საბოლოოდ მათი შეხვედრა მაინც შედგა. უინსლეტის თქმით, დიკაპრიოს დანახვისას ცრემლებს ვერ იკავებდა.

"ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ჩვენ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაკავშირებულები. ნახევარი ცხოვრებაა ვიცნობ! პანდემიის დროს შანსი არ გვქონია შევხვედრილიყავით, ერთად გვევახშმა, ან ყავა დაგველია და სიახლეები მოგვეყოლა ერთმანეთისთვის", - უყვება The Guardian-ს ქეითი.

"ჩვენ არ შეგვეძლო ქვეყნის დატოვება, მე ლონდონში ვიყავი, ის ნიუ იორკში. როგორც გლობალურად, ყველა სხვა მეგობარი განიცდიდა ერთმანეთის მონატრების სიძნელეს, ჩვენც ასე ვიყავით კოვიდის გამო“, - განმარტავს ოსკაროსანი მსახიობი.

ჟურნალისტთან საუბრისას ქეითმა "ტიტანიკის“ გადაღებებიც გაიხსენა:

"მე გადაღებებზე გავხდი 21 წლის, ლეო კი 22-ის“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ფილმის გადაღება მათთვის სულაც არ იყო სასიამოვნო გამოცდილება - "მაგრამ ჩვენ ყველა ბოლომდე ვიხარჯებოდით.

ჩემგან განსხვავებით, ლეოს ბევრად მეტი თავისუფალი დღე ჰქონდა. ისე აღმზარდეს, რომ მადლობელი უნდა ვყოფილიყავი და უბრალოდ შევგუებოდი ყველაფერს. ვფიქრობდი, რომ არ მქონდა უფლება უბედურად მეგრძნო თავი და არც იმის უფლებას ვაძლედი თავს, რომ ამაზე ჟურნალისტებთან მესაუბრა. ცოცხალი თავით არ ვიზამდი ამას", - ამბობს ის.

ქეით უინსლეტის და ლეონარდო დიკაპრიოს თბილი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი ხშირად ჩანს მათი ინტერვიუებიდან. ისინი ყოველთვის დადებითად ახასიათებენ ერთმანეთს: "ის მტკიცე და ერთგული ადამიანია“ - თქვა ქეითმა მის გულითად მეგობარზე 2016 წლის People-თან ინტერვიუში.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა