თბილისში, დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გაზით გაიგუდა. ტრაგედია ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დატრიალდა. გუშინ, საღამოს 22 წლის გოგო ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გაზით ინტოქსიკაციაა. როგორც ჩანს, ბინაში ბუნებრივმა აირმა მაშინ გაჟონა, როცა გოგონა ბანაობდა, სწორედ აბაზანაშია მისი ცხედარი ნაპოვნი.
"ჩვენ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. სახლში დედა მისულა და ბინის კარი რომ არავინ გაუღო, განგაში აუტეხავს. მათ ეს ბინა ნაქირავები ჰქონდათ, გოგონა არც ტელეფონის ზარს პასუხობდა, ქალი სახლში ვერ შედიოდა და ამის შემდეგ გამოიძახეს სამაშველო სამსახური. პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იყო.
როგორც ირკვევა, კუსტარულად იყო ბინაში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და გოგონა გაიგუდა. დედის განწირული წივილ-კივილი ანგრევდა აქაურობას...განაგრძეთ კითხვა