ავტორი:

"ამ წუთებში "ბასიანს" ლუქავენ" - რას წერს სოციალურ ქსელში ნაჯა ორაშვილი

"ამ წუთებში "ბასიანს" ლუქავენ" - რას წერს სოციალურ ქსელში ნაჯა ორაშვილი

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ წუთებში კლუბს ლუქავენ.

"ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია - ჩვენი განადგურება!" - ნათქვამია ნაჯა ორაშვილის "ფეისბუქ" პოსტში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელ გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ ღიბრაძემ ორი დღის წინ განაცხადა.

აღნიშნულის შემდეგ "ბასიანის" ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ყოველივეს "რეპრესიული გზა" უწოდა.

"2020 წლის 13 მარტიდან მოყოლებული, მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, საკლუბო სივრცეები ჩვენი საყვარელი სივრცეების შესანარჩუნებლად ვიხდიდით უზარმაზარ საიჯარო გადასახადებს. ყოველდღე, მომავლის იმედით ვიღებდით ვალებს და ეს მოლოდინი გაგრძელდა 22 თვე.ახლა რა ხდება?ჩვენი შეჩერებისა და დაგეგმილი წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საკლუბო სივრცეების მეიჯარეებთან კომუნიკაცია, ითხოვენ, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც ისედაც განადგურების პირას მყოფი სფეროს მიმართ ცალსახად რეპრესიული გზაა.25 დეკემბრიდან 8 იანვრამდე დაანონსებულია სამთავრო შეკრებები და კონცერტები და ამის პარალელურად ჩვენ არ გვეძლევა კვლევებზე დაფუძნებული პროტოკოლით უსაფრთხოდ გახსნის უფლება" - ნათქვამია ორაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.