ავტორი:

დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს

დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს

დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩენილი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. გარემოვაჭრეების განცხადებით, მამაკაცი დღეს დილით გარდაცვლილი ურიკაზე იპოვეს.

"წუხელ გვიან მორიგემ დამიძახა, ჩავედი, ვნახე და დავურეკე სასწრაფოს, წაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ უკან დააბრუნეს და დილით ურიკაზე გარდაცვლილი ვიპოვეთ." - ამბობს თვითმხილველი.