ავტორი:

ვინ შეცვლის კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ?

ვინ შეცვლის კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ?

კახა კუჭავას, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში გია ცაგარეიშვილი შეცვლის.

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, ადგილმონაცვლე სწორედ გია ცაგარეიშვილია.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის.

ამასთან, კუჭავა პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში რჩება.