ავტორი:

"გამოსწორდა ის ანალიზი, რაც ადრე იყო დარღვეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის, ცუდადაა" - ექიმი ელენე გიორგაძე სააკაშვილზე

"გამოსწორდა ის ანალიზი, რაც ადრე იყო დარღვეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის, ცუდადაა" - ექიმი ელენე გიორგაძე სააკაშვილზე

ექიმ ენდოკრინოლოგის ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იმუშაოს ფსიქიატრისა და ნევროლოგის კონსილიუმმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრი აღნიშნავს, როგორც კი აღნიშნული პრობლემა მოიხსნება, სხვა ყველა მოგვარდება.

ამასთან, ნევროლოგის შეფასებით, სააკაშვილი სუსტადაა.

"ვთქვი, რომ შეუძლია მიიღოს ყველანაირი საჭმელი. ეს იცით რა ნიშნავს? - ამის უფლება უკვე აქვს და შეუძლია, რომ მიიღოს საჭმელი, მაგრამ მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ იღებს იმ რაოდენობით, რაც უნდა მიიღოს“, - აცხადებს ელენე გიორგაძე.

მისი თქმით, ანალზის ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.

"ყველას უკვირს ანალიზი საიდან არის ნორმალური. ანალიზი ნორმალური იქიდან არის, რომ იმ ცოტა პორციის, რომელსაც იღებს, ათვისება ხდება. გამოსწორდა ის ანალიზი, რაც ადრე იყო დარღვეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის. ცუდად არის იმიტომ, რომ სუსტადაა, არ დგება. სხვათა შორის რამდენიმე ხნის წინ დავაფიქსირე, რომ აუცილებლად უნდა იყოს ფსიქიატრების და ნევროლოგების კონსილიუმი. ამ დარგის ექიმები, როგორც კი ამ პრობლემებს მოხსნიან ყველა დანარჩენი პრობლემა მოგვარდება“, - აცხადებს გიორგაძე.