ავტორი:

" წადი! წადი! " - შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბ "ბასიანთან" მყოფმა სტუმრებმა კლუბის დალუქვის საშუალება არ მისცეს

" წადი! წადი! " - შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბ "ბასიანთან" მყოფმა სტუმრებმა კლუბის დალუქვის საშუალება არ მისცეს

"შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბ "ბასიანთან" მყოფმა სტუმრებმა კლუბის დალუქვის საშუალება არ მისცეს" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკლუბო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე მოსული შრომის ინსპექცია ცდილობდა კლუბ "ბასიანის" შესასვლელი კარები გაეღო, შიგნით შესულიყო ტერიტორიაზე და შემდეგ კი ლუქი დაედო, თუმცა ამის საშუალება მას არ მისცეს.

ადგილზე საკლუბო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან შრომის ინსპექციის წარმომადგენლების მისამართით ისმის შეძახილები: " წადი! წადი! "

კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ადგილზე რჩებიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლები.