ავტორი:

"საპარლამენტო რესპუბლიკაში რომ პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად იცვლება, ეს პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია" - ხატია დეკანოიძე

"საპარლამენტო რესპუბლიკაში რომ პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად იცვლება, ეს პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია" - ხატია დეკანოიძე

როდესაც იცვლება ადამიანი, რომელსაც წესით მმართველი გუნდი უნდა ენდობოდეს, ფაქტია, რომ იქ რაღაც არ არის წესრიგში, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომას.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის ხშირი ცვლილება, კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

"საპარლამენტო რესპუბლიკაში რომ პარლამენტის თავმჯდომარე იცვლება და ხშირად იცვლება, ეს ზუსტად პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელია - წარმოუდგენელია. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფუნქცია, რაც სამწუხაროდ არ აქვს - იმის მაჩვენებელია, რომ შინაარსობრივად არავითარი საპარლამენტო რესპუბლიკა არ ვართ. შინაარსობრივად და მმართველობის სტილით ვართ ინსტიტუციონალურად მიტაცებული სახელმწიფო. მე კონკრეტული მიზეზი არ მომისმენია რატომ გადადგა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ გადაცემაში ასევე ისაუბრა გიორგი მარგველაშვილის გორის ჰოსპიტალში დაგეგმილ ვიზიტზე და განაცხადა, რომ ამ პროცესს ოპტიმისტურად უყურებს.

"გიორგი მარგველაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, მას თავისი საკუთარი მოსაზრებები აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი განიხილავენ ძალიან ფართო საკითხებს.

რაღაც უჩვეულო მდგომარეობაა საქართველოში, იმდენად მძიმე პროცესებია და არადემოკრატიული, რომ ესეც კი განხილვის თემაა. მე ამ პროცესს ვუყურებ ოპტიმისტურად, არ ვუყურებ სარკასტულად”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.