ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოშიც.
ქრისტიან ბაპტისტთა თბილისის ქრისტე მაცხოვრის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია გაიმართა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საზეიმო მსახურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის სახელით, შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობის დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.
ამასთან, მასპინძლებმა, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა, თბილისის ეკლესიის ხუცესმა ლევან ახალმოსულიშვილმა და დიაკონმა ტარიელ პაპინაშვილმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობასა და რელიგიის სააგენტოს თანადგომისთვის.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი.