ავტორი:

"პუტინი უკრაინასთან ომის დაწყების საბაბს ეძებს..." - რუსეთის პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნა ნატოს და ექსპერტების შეფასებები

"პუტინი უკრაინასთან ომის დაწყების საბაბს ეძებს..." - რუსეთის პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნა ნატოს და ექსპერტების შეფასებები

"გარანტიებს ვითხოვთ, თანაც სასწრაფოდ!" - ასე მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთს და კატეგორიულად მოითხოვა, ნატომ არ განახორციელოს სამხედრო აქტივობები აღმოსავლეთ ევროპაში...

amerikiskhma.com-ის მიერ მომზადებული პუბლიკაციის თანახმად, კრემლმა პირდაპირ წამოჭრა საკითხი, რომ არ უნდა მოხდეს ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთით.

"ბურთი მათ მოედანზეა, მათ რაღაცით უნდა გვიპასუხონ..." განაცხადა პუტინმა. "აღმოსავლეთის შემდგომ მოძრაობაში", რა თქმა უნდა, პუტინი საქართველოსაც გულისხმობს.

პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინასა და დასავლეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება სურს და ეს განცხადება, გამოუვალი მდგომარეობით იყო ნაკარნახევი... ამისთვის კი, მას სჭირდება ამერიკასა და მისი მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიები.

რუსი სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტების მოსაზრებით, სინამდვილეში პუტინი უკრაინასთან ომის დაწყების საბაბს ეძებს. დასავლეთი ირწმუნება, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს, რასაც კრემლი კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ამავდროულად, მის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.

თავის მხრივ, არც დასავლეთი თმობს პოზიციებს.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ამას ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. შესაძლოა, უკრაინელებს იმაზე ბევრად მეტი თავდაცვითი საშუალებები მივაწოდოთ, რასაც უკვე ვაწვდით და ასეთი ესკალაციის საპასუხოდ, აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ნატოელი მოკავშირეები გავაძლიეროთ" - განაცხადა ჟურნალისტებთან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯეიკ სალივანმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველია.

რუსი პოლიტოლოგის, ლეონიდ გოზმანის მოსაზრებით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის მიზეზი იპოვა.

"შოიგუს განცხადება, რომელიც რუსულ პოლიტიკურ წრეებში, პუტინის მემკვიდრედ მიიჩნევა, ყველაზე საშინელი განცხადება, რაც კი, კრემლმა ბოლო ხანებში უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა. კრემლი დონბასში დაქირავებული ამერიკელების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ იუწყება, ეს ნიშნავს - რუსეთი ვითომ იძულებულია, საპასუხო დარტყმა განახორციელოს, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში ამერიკელი "ბანდეროვცების" მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება აღკვეთოს. ის კრემლთან შეთანხმებით აკეთებს განცხადებებს და იმავე გეგმით მუშაობს ანუ კრემლი სერიოზული ესკალაციისთვის ემზადება" - წერს რუსი პოლიტოლოგი.

"საცხოვრებელ კორპუსებსა და სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებში, საცეცხლე პოზიციებს ამზადებენ ამზადებენ უკრაინის ძალებს და რადიკალურ შეიარაღებულ ჯგუფებს აქტიური საომარი მოქმედებებისთვის" - განაცხადა შოიგუმ.

კიდევ ერთი რუსი სამხედრო პოლიტოლოგის ალექსანდრე პერენჯიევის მოსაზრებით, რუსეთის არმიას, არა მხოლოდ მოწინააღმდეგის რაკეტებით განადგურება შეუძლია, არამედ, წერტილოვანი დარტყმები უძლიერესი ადამიანური დანაკარგის მიყენებას გამოიწვევს.

პერენჯიევის თქმით, რუსეთის არმიას აქვს საფრთხისთვის შესაბამისი პასუხის გაცემის შესაძლებლობა და ამის შესახებ პუტინმა არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთი.

შოიგუს განცხადებას ინტერნეტმომხმარებლებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

"ეს ომი რუსეთისთვის კრახით დასრულდება" - წერს ერთ-ერთი რუსი ინტერეტმომხმარებელი.

"ნუ გამოგყავთ რუსეთი პირსისხლიან მონსტრად - ქიმიური იარაღის გამოყენების დიდოსტატი, ამერიკაა. ნუ მოექცევით დასავლეთის პროპაგანდის ქვეშ, სინამდვილეში, ამერიკასა და მისი მოკავშირეებთან დაპირისპირების გამო გარიყეს..." - მიაჩნია ვიქტორ კუზნეცოვს.

მთავარი ფოტო: Reuters