ავტორი:

"ეროვნული შერიგება გვჭირდება - მზად ვართ, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში" - მეუფე ანდრია

"ეროვნული შერიგება გვჭირდება - მზად ვართ, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში" - მეუფე ანდრია

ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია, - ამის შესახებ გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ანდრიამ აღნიშნა, ეკლესია მზად არის საყოველთაო შერიგების პროცესის მონაწილე გახდეს. მას მიაჩნია, რომ ეს პროცესი ეკლესიის წიაღში უნდა წარიმართოს.

"მე და თქვენ რომ წავიჩხუბოთ, რა წინაპირობა უნდა იყოს ჩვენი შერიგების? - უპირველეს ყოვლის, უნდა იყოს ორივე მხრიდან სურვილი და თანმხლები ნაბიჯები. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია. ამიტომ ეს ნაბიჯი უნდა იყოს ძალზედ გააზრებული არა ჩემი პიროვნული სურვილით და ეგოიზმიდან გამომდინარე, არამედ, საერთო სიკეთეზე დამყარებული. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის. ეკლესიამ განაცხადა და ყოველთვის მონაწილეა, ხელშემწყობი ამ პროცესის. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში",- განაცხადა მეუფე ანდრიამ.