ავტორი:

რა სიახლეა პარკირების ტარიფებთან დაკავშირებით და ვის სთავაზობენ 800 ლარიან პაკეტს - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

რა სიახლეა პარკირების ტარიფებთან დაკავშირებით და ვის სთავაზობენ 800 ლარიან პაკეტს - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ. ხმალაძის თქმით, მათ შორის არის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც მთელი წელი უფასოდ ისარგებლებენ პარკირებით.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი 1 ლარია, წლიური 50 ლარი ღირს, ამ მიმართულებით კი ცვლილებები არ იგეგმება.

"პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო კი 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო.

შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისაგრებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ობცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება. დამატებითი ობციის სახით არის შემოტანილი წლიური, 6 თვიანი და 1 დღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ",- აღნიშნავს ხმალაძე.