ავტორი:

"ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ არ გაამართლა - ამ ვაკუუმის შესავსებად, სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო" - ვოლსკი მოშიმშილეებზე

"ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ არ გაამართლა - ამ ვაკუუმის შესავსებად, სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო" - ვოლსკი მოშიმშილეებზე

შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაწყებულ შიმშილობას.

როგორც ვოლსკი განმარტავს, ეს თემა არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

"შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ამ ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ, რომელიც შეეხება მუდმივი დესტაბილიზაციის სხვადასხვა ელემენტების პრაქტიკას. ეს თემაც არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ამ ვაკუუმის და ამ სივრცის შესავსებად, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა" - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.