საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის , "ფაიზერის" ბუსტერდოზით აიცრა.
პრეზიდენტმა "ასტრაზენეკას" ორი დოზა ვაქცინის შემდეგ „ბუსტერდოზა“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში გაიკეთა.