ავტორი:

"სანდრა და მამამისი მესტუმრნენ..." - ექსპრეზიდენტის მამა სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს: რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

"სანდრა და მამამისი მესტუმრნენ..." - ექსპრეზიდენტის მამა სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს: რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს ესტუმრა. თბილისში იმყოფება სანდრას მამაც და სააკაშვილების ოჯახს ისიც სტუმრობდა.

აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს ნიკოლოზ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.

"სანდრა და მამამისი მესტუმრნენ, გამახარეს", - წერს ექსპრეზიდენტის მამა.

ცნობისთვის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის უკრაინელ პოლიტიკოს ლიზა იასკოსთან ერთად იყო აღბეჭდილი.

"მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული.

ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია.

მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ", - აცხადებდა სააკაშვილი.