ავტორი:

"ახლა მას პირდაპირ ბაზრის კუთხეებში ყიდიან..  ეს ჩვენი შემოსავალია" - ავღანეთი  ნარკობიზნესის და ჰუმანიტარული კრიზისის პირისპირ

"ახლა მას პირდაპირ ბაზრის კუთხეებში ყიდიან..  ეს ჩვენი შემოსავალია" - ავღანეთი  ნარკობიზნესის და ჰუმანიტარული კრიზისის პირისპირ

ავღანეთში, როგორც მოსალოდნელი იყო, ნარკოტიკების წარმოებამ ერთბაშად იმატა. დასავლური მედია წერს, რომ ის ავღანელები, რომლებმაც როგორღაც შეძლეს და "თალიბანის" რეჟიმს გამოასწრეს, ჰყვებიან თუ რა ვითარება დატოვეს ქვეყანაში.

BBC.com-ის მიერ მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით, ავღანეთის სამხრეთით მდებარე სოფლის სახლებში ნახავთ გამჭვირვალე პაკეტებში მოთავსებულ თეთრ ბურთულებს, "ეს არის "საექსპორტო ხარისხის" მეტამფეტამინი, რომელსაც მომხმარებლები "მეტს" ეძახიან... დაახლოებით 100 კგ-ის ოდენობის ნარკოტიკი 2,6 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და მალე მთელ მსოფლიოში გაიფანტება", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ავღანეთის ხელისუფლებაში "თალიბანის" მოსვლის შემდეგ, ნარკოტიკების ბიზნესი კიდევ უფრო აყვავდა. თუ ადრე ავღანეთი ძირითადად ჰეროინთან ასოცირდებოდა, ახლა ის "მეტამფეტამინის ბურთულებს", ჯანმრთელობისთვის საშიშ ფსიქოსტიმულატორებსაც აწარმოებს, რაც ნარკოდამოკიდებულებას იწვევს.

"ბოლო კვირის განმავლობაში ადგილობრივები, ოჯახებთან ერთად, ყაყაჩოს ყანებში არიან გასული სამუშაოდ. ერთ-ერთი მათგანის, ყანდაარის მცხოვრებ მუჰამედ განის თქმით, "მათ იციან, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ სხვა კულტურებს შემოსავალი არ მოაქვს."

ვითარებას ამძიმებს ხშირი გვალვები. საჭიროა ჭაბურღილები, რათა სხვა კულტურების, თუნდაც ოკრუს (იქ გავრცელებული ბოსტნეულის კულტურა) მოყვანა შეძლონ, მაგრამ მისი, ან პომიდორის მოყვანა იმის მეოთხედ შემოსავალსაც არ მისცემს მოსახლეობას. "მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ქვეყანა გაათავისუფლა, ჩვენც თავისუფლები გავხდით და თამამად მუშაობა შეგვიძლია", - ამბობს მუჰამედ განი.

ავღანეთში დადის ხმები, რომ "თალიბანმა" შეიძლება აკრძალოს ყაყაჩოს წარმოება, რასაც ადილობრივი გლეხების უკმაყოფილება მოჰყვება - "ამერიკელების იქ ყოფნის დროს თუ ოპიუმოს პარტიებს კორუმპირებული ჩინოვნიკები ყიდულობდნენ და სხვა ქვეყნებში გასატანი არხებიც მათ ჰქონდათ გაჭრილი, ახლა მას პირდაპირ ბაზრის კუთხეებში ყიდიან. ნარკოტიკების ვაჭრობით "აყვავების" კვალდაკვალ, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება", - წერს გამოცემა.

"თალიბანის" რეჟიმის კულტურის მინისტრმა, ხაზიფა რაშიდმა არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ რა მისი ხელისუფლება ნარკოტიკების აკრძალვას. "მინისტრი ისე გააღიზიანა კითხვა,, რომ კამერის დამტვრევით დაგვემუქრა", - წერს BBC-ი.

"თალიბანის" პრესმდივნის, ბილალ ქარიმის თქმით, ისინი ალტერნატივას ეძებენ "ფერმერებისთვის", სხვა შემთხვევაში, ასე ერთი ხელის აღებით არ შეუძლიათ ხალხი შემოსავლის გარეშე დატოვონ, ისე რომ არაფერი შესთავაზონ..."

ადგილობრივი ნარკოვაჭრების თქმით, წინა ხელისუფლებას შეეძლო მისი აკრძალვა, სხვა რამის სანაცვლოდ, მაგრამ არ გააკეთა, მეტიც, თავად მოისურვა ბიზნესის მონოპოლია. ახლა კი, "თალიბანსაც" არ მისცემენ მისი აკრძალვის უფლებას, "მხოლოდ ამის და საერთაშორისო დახმარებების იმედი გვაქვს, თორემ შიმშილით დავიხოცებით. მოსავალი პაკისტანსა და ირანში გააქვთ, იქიდან კი, მთელ მსოფლიოში ვრცელდება", - ამბობენ ისინი.

დასავლური მედია, პერიოდულად აქვეყნებს პუბლიკაციებს ავღანეთში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე. ახლა ადგილობრივები ამბობენ, რომ წინ მკაცრი ზამთარი ელით, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, შიმშილობს. ქალები და ბავშვები მოწყალების საშოვნელად არიან გასული და მათი დიდი ნაწილი შინ ცოცხალი ვერ ბრუნდება.

"აქ ნახავთ ოჯახის წევრები ერთად, მათ შორის, 10-12 წლის ბავშვები მშობლების თვალწინ როგორ მოიხმარენ ნარკოტიკს. ამერიკელების დროს ეს აკრძალული იყო. ახლა ასეა... ვიცით, რომ ცუდია, მაგრამ ჯერ არაფრის შეცვლა არ შეიძლება, ეს ჩვენი შემოსავალია", - ამბობენ ისინი.

BBC-com-ის ცნობით, ავღანეთში აყვავებული ნარკობიზნესი გამანადგურებლად მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. მათი უმეტესობა, მათ შორის, მოზარდები, უკვე ნარკოდამოკიდებულნი არიან. თალიბანის პირობებში კი, სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდნენ, რადგან მათთვის არავითარი პროგრამები არ არსებობს.