ავტორი:

უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავენ

უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავენ

დღეს დილით უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი სასულიერო პირები.

მათი განცხადებით, სამი კვირის წინ მეუფე მელქისედეკმა ნაჩქარევად აკურთხა ორი ბერი და უბისის ეკლესიაში მიავლინა. ადგილობრივების თქმით, ამ სასულიერო პირების საეჭვო რეპუტაციის გამო ეკლესიიდან წავიდა არქიმანდრიტი მაკარი გოცაძე. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საპატრიარქოს კომისიის ჩართულობას და აცხადებენ, რომ ვიდრე ახალი ბერები არ დატოვებენ მონასტერს, უბისას ეკლესიაში წირვა არ ჩატარდება.