ავტორი:

"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში "ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში "ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განხადებით, ამჟამად ქვეყანაში "ომიკრონის“ 51 შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთა შორის ხუთი 18 წლამდე ასაკისაა, რომელთაგან ერთი სტაციონარშია მოთავსებული.

"დღევანდელი მონაცემებით, "ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, როგორც სექვენირებით, ისე სპეციფიური "პსრ" ტესტებით. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა "ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში "ომიკრონის“ გავრცელების გამო, საფრთხეები ნამდვილად არის. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის თაობაზე, თუ რა წილი აქვს "ომიკრონს“ ქვეყანაში სხვადასხვა შტამების ცირკულაციაში.

"დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანას დავაკვირდებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც "ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ვადასტურებთ, რომ ზრდა გვექნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.