"დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით "ომიკრონთან“ მიმართებაში, ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ომიკრონის“ მოსალოდნელი სწრაფი გავრცელების ფონზე, კლუბური გართობისაგან თავის შეკავება მნიშვნელოვანია.
"დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობისაგან, რათა ის სასიცოცხლო რისკები რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ", - განაცხადა გაბუნიამ.