ავტორი:

მსოფლიოში ცნობილი კიკბოქსერი, რომელიც ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩეოდა, კოვიდით გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი კიკბოქსერი, რომელიც ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩეოდა, კოვიდით გარდაიცვალა

უცხოური მედიის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი, კიკბოქსერი ფრედერიკ სინისტრა კოვიდის გართულებით გარდაიცავალა.

40 წლის სინისტრა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი იყო.

როგორც ჰოლანდიური მედია იუწყება, სპორტსმენი კორონავირუსს უარყოფდა და ანტივაქსერად მიიჩნეოდა.

"wepublishnews" - ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით "მესაფლავე", ამბობდა, რომ დაავადება "პატარა ვირუსია" და არც აცრა ჰქონდა გაკეთებული. მედიის ცნობით, სპორტსმენი ხშირად აცხადებდა, რომ თუ კორონავირუსი მართლაც არსებობს, სპორტისა და ფიტნესის წყალობით იგი ვირუსს მარტივად დაამარცხებდა.

როდესაც ფრედერიკ პირველად დაუსვეს დიაგნოზი, მან გადაწყვიტა საკუთარ სახლში, ბელგიაში, ლიეჟში ემკურნალა, რადგან მიიჩნევდა, რომ საავადმყოფოში მკურნალობა არ სჭირდებოდა.

საბოლოოდ, ფრედერიკ სინისტრა ნოემბერში, მისი მწვრთნელის დაჟინებიული მოთხოვნით ბელგიის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა. სპორტსმენი სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ ვირუსს დაამარცხებდა.

"გავაგრძელებ სიკვდილამდე ბრძოლას, როგორც მამაკაცი, დანებების გარეშე და მოვკვდები სინანულის გარეშე“, - თქვა საავადმყოფოში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა მსოფლიო ჩემპიონმა.