ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, მან ამ პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა. აზარაშვილი დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
"მადლობა პრემიერს იმ უდიდესი ნდობითვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა" - ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურა აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.