ავტორი:

ხუთი შვილი, საბანკო ანგარიშები და ქალიშვილისთვის ნაჩუქარი 250 000-ლარიანი ბინა - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი?

ხუთი შვილი, საბანკო ანგარიშები და ქალიშვილისთვის ნაჩუქარი 250 000-ლარიანი ბინა - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი?
  • ფოტოკოლაჟი: ზურაბ აზარაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა.

"მოგეხსენებათ, რომ ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მე მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს.

ზურაბ აზარაშვილი გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი მენეჯერი, ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ზურა აზარაშვილი მაშინ იყო "დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე "თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელლმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას.

ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება, ის არის 5 შვილის მამა, მე ვფიქრობ, რომ ზურა იქნება წარმატებული მინისტრი. აქვე მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამდენად დიდი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის, დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, ეს არის მთელი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმრათულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადავხედოთ ახალი მინისტრის ბიოგრაფიას:

ზურაბ აზარაშვილი 1979 წლის 6 იანვარს, ბორჯომში დაიბადა.

  • განათლება:

09/1995 – 07/1999 ESM ბიზნეს სკოლა ბაკალავრი - ბიზნეს ადმინისტრირება;

09/2007 – 07/2009 ESM ბიზნეს სკოლა მაგისტრი - ბიზნეს ადმინისტრირება.

  • სამუსაო გამოცდილება:

02/2021 - დღემდე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

03/2020 - 02/2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა“-ს გენერალური დირექტორი.

04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი - გენერალური დირექტორი.

08/2014 – 03/2020 სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი.

04/2013 – 08/2014 სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი.

06/2008 – 06/2012 სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი.

01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.

08/2003 - 01/2005 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების უფროსი სპეციალისტი

02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი.

10/2000 - 11/2001 სს თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი

06/2000 – 10/2000 სს თიბისი ბანკი ბუღალტერი.

01/2000 – 06/2000 სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

  • ოჯახური მდგომარეობა:

ჰყავს მეუღლე შორენა ქოქაშვილი და ხუთი შვილი: მარიამი, ანა, ნიკოლოზი, ანდრია და დამიანე. მათგან უფროსი მარიამი 19 წლისაა, უმცროსი დამიანე კი - 2- ის.

უფროსი ქალიშვილი მარიამი

  • ქონება

რაც შეეხება აზარაშვილის ქონებრივ თუ ფინანსურ მდგომარეობას, როგორც მის მიერ 2021 წლის 17 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, აზარაშვილის შემოსავალმა "დელტას“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის 10 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში - 58 362 ლარი;"თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პოსტზე 2020 წლის 24 აპრილიდან 31 დეკემბრის პერიოდში 46 199 ლარი; "ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 11 მარტის პერიოდში - 174 870 ლარი; „"დელტა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლად მუშაობისას კი 2020 წლის 26 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში 4 643 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში თბილისში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი.

საინტერესოა, რომ 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილს ქალიშვილისთვის - მარიამ აზარაშვილისთვის უჩუქებია 250 000-ლარიანი ბინა. გააგრძელეთ კითხვა