ავტორი:

"მთავარი გზა, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ მიგვიყვანს, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტებაა, ჩვენ ამას ვეცდებით" - ირაკლი კობახიძე

"მთავარი გზა, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ მიგვიყვანს, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტებაა, ჩვენ ამას ვეცდებით" - ირაკლი კობახიძე

"მთავარი გზა, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ მიგვიყვანს, არის ერთი დანაშაულებრივი პილიტიკური ძალის დასუსტება. მომავალში ჩვენ ამას აუცილებლად ვეცდებით" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მან და მამუკა მდინარაძემ მოისმინეს პრეზიდენტის ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოუდგენია მას ეროვნული თანხმობის პროცესი.

"ქალბატონ სალომესთან დავაფიქსირეთ, რომ მზარ ვართ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ემსახურება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არ არის მიზანი. მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც არის ძალიან რთული და ამბიციური მიზანი. რთული იქნება ის პროცესიც, რონელიც ამ მიზანთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და უმჯობესია, რომ მან თავად ისაუბროს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მომავალში პროცესების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია წარსულის სათანადოდ შეფასება.

"იმისათვის, რომ მომავალში სწორად წარიმართოს პროცესები, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა უამრავი დანაშაული და დანაშაულთა ნაწილი იყო არაერთი მედიასაშუალების მიტაცება, უმძიმესი ფორმებით - "მოროდიორობით“ და ყაჩაღური ფორმებით. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ათასობით ადამიანისთვის ქონებისა და ბიზნესის წართმევა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და გაუპატიურება. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. როდესაც ასეთი რეჟიმის ბელადს უწოდებენ დევნილს, რთულია მომავალზე საუბარი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას - დამნაშავეს დამნაშავე, ხოლო დანაშაულს - დანაშაული", - აღნიშნა კობახიძემ.