ავტორი:

"აშშ-სთან მოლაპარაკებები იანვარში გაიმართება... მთავარია არ იყოს გაუთავებელი ყბედობა, რითაც დასავლეთი ცნობილია" - სერგეი ლავროვი

"აშშ-სთან მოლაპარაკებები იანვარში გაიმართება... მთავარია არ იყოს გაუთავებელი ყბედობა, რითაც დასავლეთი ცნობილია" - სერგეი ლავროვი

შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები იანვარში გაიმართება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მთავარ რაუნდს საახალწლო არდადეგების დასრულებისთანავე გავმართავთ,” - აღნიშნა ლავროვმა Соловьев Live-თან ინტერვიუში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მოსკოვის იდეების არსი“ არ უნდა დაიკარგოს ხანგრძლივ მოლაპარაკებებში.

"მთავარი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, არის ის, რომ არ იყოს ყბედობა, რათა ჩვენს წინადადებებზე გაუთავებელი ყბედობა არ მოხდეს, რითაც ცნობილია დასავლეთი“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს რუსეთმა გამოაქვეყნა შეთანხმებების პროექტები აშშ-სა და ნატოსთან. დოკუმენტები მოიცავს დებულებებს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ. მოსკოვი დასავლეთისგან მოითხოვს, არ მოხდეს ნატო-ს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთისკენ.