25 წლის სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა, შობის დღე მიუსაფარი ოჯახების დახმარებაში გაატარა. მან კვირას "ინსტაგრამზე" ფოტოების სერია დაპოსტა, რომელშიც გოგონას პროდუქტებითა და სათამაშოებით სავსე პარკები უკავია. ბელამ ფოტოს მიაწერა: "ჩემი საუკეთესო შობა".
ბელა ჰადიდი ცნობილი ფილანტროპია და ის მრავალ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. 2020 წლის აპრილსა და მაისში, მოდელმა ლოკალურ "კვების ბანკს" შემოწირულობის სახით დახმარება გაუწია, რათა პანდემიის პერიოდში გაჭირვებულებისთვის კვების პროდუქტები გადაეცათ.
კვირის დასაწყისშიც მოდელმა "ინსტაგრამპოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც ისაუბრა მანჰეტენის და ბრუკლინის ქუჩებზე მცხოვრებ 250 გაჭირვებულ ოჯახზე, ვისაც დახმარება სჭირდება. "ყველა ოჯახი იმსახურებს დადებით სადღესასწაულო მოგონებებს", - განაცხადა ბელა ჰადიდმა და სხვებსაც მოუწოდა, თუ საშუალება აქვთ, დაეხმარონ გაჭირვებულებს: “შეიძლება 2-3 საჩუქრის ფული თქვენთვის დიდი ფინანსური დანახარჯი არ იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის ეს ცხოვრებას ახალისებს".
მოამზადა ანა სიბოშვილმა