ავტორი:

"ნუ გვახრჩობთ“, "რამდენი იშოვე კალაძე" - ამ ლოზუნგებით საკრებულოსთან აქცია-პერფომანსი მიმდინარეობს

"ნუ გვახრჩობთ“, "რამდენი იშოვე კალაძე" - ამ ლოზუნგებით საკრებულოსთან აქცია-პერფომანსი მიმდინარეობს

"ნუ გვახჩობთ" - ამ ლოზუნგით დედაქალაქის საკრებულოსთან პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ.

პარტიის ლიდერმა ანა დოლიძემ ადგილზე ყულფი მიიტანა, მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას სააბონემენტე სისტემით "ნუ ახჩობენ" მოქალაქეებს.

"ყულფის ღირსი ხართ. ნუ გვახჩობთ. რასაც ქვეყანას უკეთებთ, ეს არის დახჩობა. ნუ გვახჩობთ! ოჯახები და ბავშვები გვყავს. მგზავრობისას 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარის ჯიბიდან ამოღება დახჩობაა. ეს ყულფი დარჩეთ მათ სამახსოვროდ",- აღნიშნავს დოლიძე.

პარალელურად საკრებულოს შენობასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანალოგიურად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: "კორუფციით სავსე ქალაქი", "რამდენი იშოვე კალაძე".

ცნობისთვის, თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება.