ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული - "ცოტნე საქართველოში იმყოფება და ყველა წესის დაცვით იზოლაციაშია"

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული - "ცოტნე საქართველოში იმყოფება და ყველა წესის დაცვით იზოლაციაშია"

ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა - ცოტნემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ტესტის პასუხი, რომელიც აჩვენებს, რომ მილიარდერის ვაჟი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე წყაროსთან ვცადეთ. ივანიშვილების ოჯახის ახლობელმა ინფორმაცია დაგვიდასტურა.

როგორც წყარო გვიყვება ცოტნე კორონავირუსით, სავარაუდოდ, პარიზიდან საქართველოში დაბრუნების დროს დაინფიცირდა.

"დიახ, ცოტნე კოვიდდადებითია. საქართველოში იმყოფება, ყველა წესის დაცვით იზოლაციაშია. მსუბუქ ფორმებში აქვს ვირუსი, თავს კარგად გრძნობს და ძალიან კარგ განწყობაზეა. საფრანგეთში მოგზაურობდა და სავარაუდოდ, ამ დროს შეხვდა კოვიდი...“ - გვიყვება წყარო.

ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის შვილებიდან მხოლოდ ცოტნე ატარებს დიდ დროს საქართველოში. უფროსი შვილი უტა ივანიშვილი პარიზში ცხოვრობს, გვანცა - ამერიკაში, ბერა კი, ცოლ-შვილთან ერთად, თვეებია სამხრეთ კორეაში იმყოფება.

ცოტნე რამდენიმე კვირის წინ ოჯახის წევრების მოსანახულებლად გაემგზავრა. პარიზსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

უტა და ცოტნე ივანიშვილები

ცოტნე ივანიშვილი მილიარდერის უმცროსი ვაჟია. გატაცებულია ხატვით და პერიოდულად გამოფენებსაც მართავს.