ავტორი:

"3 პრეზიდენტის შეხვედრა არის სავსებით შესაძლებელი, აქ არის საჭირო ნება" - ნიკა მელია

"3 პრეზიდენტის შეხვედრა არის სავსებით შესაძლებელი, აქ არის საჭირო ნება" - ნიკა მელია

"3 პრეზიდენტის შეხვედრა არის სავსებით შესაძლებელი. აქ არის საჭირო ნება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

"მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და ბატონი მარგველაშვილი არიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ნებაა მხოლოდ და მხოლოდ საჭირო და ვფიქრობ, წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. ვფიქრობ, უახლოესი მომავალი ამ პროცესის წარმატებას თუ წარუმატებლობას ჩვენ დაგვანახებს - ვგულისხმობ 3 პრეზიდენტის შეხვედრის საკითხს", - განაცხადა მელიამ.