"რა უნდა ვიმსჯელოთ იმ ბოდვის მსგავსი განცხადებებიდან, რომელიც მარგველაშვილმა გააკეთა. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
ამასთან, ვოლსკის თქმით, ე.წ სამი პრეზიდენტის ფორმატმა ნაკლებსავარაუდოა, რომ ქვეყანას სიკეთე მოუტანოს.
"ვფიქრობ, ასეთი სახის განცხადება არა თუ უსაფუძვლოა, არამედ გარკვეულ უარყოფით პოლიტიკურ ნიშანსაც ატარებს, რადგან სააკაშვილის დროს დაინგრა მოლაპარაკების ფორმატები, რომლებსაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად აშენებდნენ, რაც აბსოლუტურად პუტინის ინტერესებში შედიოდა. დესტაბილიზაცია, რომლითაც გვემუქრებიან საქართველოში განახორციელონ, სწორედ რუსეთის ფედერაციის გეგმაა. აქედან გამომდინარე, არ უნდა ვიმსჯელოთ იმ ბოდვის მსგავსი განცხადებებიდან, რომელიც მარგველაშვილმა გააკეთა. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ეს არ არის საქართველოში შემოღებული რაღაც წესი.
მე არ მიმაჩნია რომ პატიმარი სააკაშვილის, სულელური ფორმულებით მოლაპარაკე მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ფორმატი რაიმეს ისეთს წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნისათვის სიკეთის მოტანაშეუძლია", - განაცხადავოლსკიმ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.