სანდრა რულოვსი ოთხშაბათს "ფორმულას“ ეთერში, გადაცემა "დროებაში“, პირველად ისაუბრებს ბოლო თვეებში მომხდარ ამბებზე - მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. შეგახსენებთ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების დღესვე, გავრცელდა უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ვიდეო, სადაც სააკაშვილმა შემდეგი სიტყვები თქვა: "მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად ვცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ".
ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ახლანდელი როლი ყოფილი მეუღლის ცხოვრებაში საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. "დროების" ანონსიდან არ ჩანს, შეეხება თუ არა რულოვსი ოჯახის დანგრევის თემას, თუმცა ირკვევა, რომ მანაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, როგორც მთელმა საქართველომ, პირველად სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოდან გაიგო.
სანდრა რულოვსი:
- თბილისში ვარ და არც ვაპირებ რომ სადმე წავიდე. პირველი ოქტომბერი იოლად არ დამავიწყდება. მე და ნიკოლოზი დარწმუნებული ვიყავით რომ აქ იყო. ჯერ ბათუმი და მერე თავის ვენახში ამოყოფს თავს-მეთქი. ეს იყო შოკი ნამდვილად, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინეთ ვიდეოს და მაინც არ მჯეროდა.
ჩემი ადგილი შეიცვალა.
ზუგდიდში დღის ცენტრი მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ. ეს არის ჩემი "დრაივი", მოტივაცია. რაღაცნაირად თავისუფალ ვარდნაში ვართ. ეს მიშას ბრალი არ არის ეს რაღაც სხვისი ბრალია....
შეიძლება რაღაც ფრაზა ვინანო... ბავშვებიც ამაყობენ მამით..." - ამბობს სანდრა რულოვსი.