ავტორი:

მითი და რეალობა სპრედის და წასასმელი პროდუქტის შესახებ

მითი და რეალობა სპრედის და წასასმელი პროდუქტის შესახებ

თუ თქვენ ნამდვილი კარაქის შეძენა გინდათ, მაშინ მისი შემადგენლობა კარგად უნდა წაიკითხოთ. თუმცა თავიდანვე გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 82%-იანი ნაღების კარაქი არაა ერთადერთი სასარგებლო პროდუქტი. ბაზარზე ასევე არსებობს პროდუქტი – წასასმელი კარაქი, რომლის ნამდვილობაზეც ბევრს კამათობენ ხოლმე. დღეს მიღებულია, რომ ნამდვილი კარაქი მინიმუმ 82%-იანი უნდა იყოს. თუმცა ეს საზოგადოებაში არსებული აზრია და არა არგუმენტებით გამყარებული მოცემულობა. აღნიშნულ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ის, რომ ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები არსებობენ, რომლებიც შემადგენლობაში სხვადასხვა არაჯანსაღ ცხიმს ურევენ. მათი ნაწარმი მართლაც არაა ჯანსაღი პროდუქტი და კარაქად ვერ ჩაითვლება. თუმცა არაფერი შავდება, თუ კარაქის შემადგენლობაში 82%-ის ნაცვლად, 70% ან 60% იქნება ნაღები და დანარჩენი სხვა სასარგებლო ცხიმი. მეტიც, ეს კარაქს ორმაგად სასარგებლო პროდუქტად აქცევს.

წასასმელი კარაქისგან განსხვავებით, კარაქი და სპრედი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და მათი ერთი კატეგორიაში გატარება დიდი შეცდომაა. სპრედს საქართველოში უწოდებენ არაჯანსაღ პროდუქტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიცავს: საკვებ დანამატებს, არაჯანსაღ მცენარეულ ცხიმებს, საღებავებს, გემოს გამაძლიერებლებსა და არომატიზატორებს. რეალურად კი ტერმინი „სპრედი“ ევროპის ქვეყნებში აღნიშნავს ყველაფერს, რისი წასმაც შეიძლება, მაგალითად, შოკოლადს კარაქს, ჯემს და ა.შ. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული წასასმელი „ლურპაკის“ პროდუქტის სპრედად მოხსენიება და არაჯანსაღ პროდუქტად მიჩნევა სრული მითია.

შემადგენლობის მიხედვით კარაქის სხვადასხვა სახეობა არსებობს. ხოლო „ლურპაკის“ ბრენდის ექსკლუზივი და ახალი კატეგორია საქართველოში, რომელიც აქამდე არ არსებობდა - ეს არის წასასმელი „ლურპაკის“ პროდუქტი, რომელსაც აწერია spreadable და ამიტომ ის ხშირად სპრედი ჰგონიათ. რეალურად, Spreadable ნიშნავს წასასმელ კარაქს, რომელსაც რბილი სტრუქტურა აქვს, მას მოხმარებამდე ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება და დარბილება არ სჭირდება. მაცივარში არ მაგრდება. შეგიძლიათ მაცივრიდან გამოღებისთანავე მარტივად და კომფორტულად წაუსვათ პურზე. „ლურპაკის“ წასასმელი კარაქის შემადგენლობაში შედის რაფსის ყვავილის ჯანსაღი ზეთი და სწორედ ის ხდის პროდუქტის სტრუქტურას უფრო ნაზს, ჰაეროვანსა და გემრიელს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარაქი არაჯანსაღი პროდუქტი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ მის შემადგენლობაში ნაღების გარდა სხვა არაჯანსაღი პროდუქტებიც შედის. რაფსის ზეთი კი ყველაზე ძვირფასი მცენარეული ცხიმია. მისი განმასხვავებული ნიშანი სხვა ცხიმებისგან შემდეგია:

  • მცენარეულ ცხიმებს შორის ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება 230 °C და არ კარგავს მის სასარგებლო თვისებებს ცუდი ცხიმების, ანუ გაჯერებული ცხიმების შემცველობა აქვს ყველაზე დაბალი სხვა მცენარეულ ცხიმებს შორის;
  • ცხიმოვანი მჟავების (ომეგა 3,6,9) 10-ჯერ მეტი შემცველობა აქვს;
  • 90%-ით მეტ უჯერ (კარგ) ცხიმებს შეიცავს;
  • E და K ვიტამინების წყაროა;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში (მოჭარბებული ქოლესტერინის დონის გამო ყველაზე რეკომენდებულია ამ ზეთის გამოყენება);
  • რეკომენდებულია ბავშვთა კვებისთვის.

სწორედ ამიტომ დანიური სამეფო ბრენდის „ლურპაკის“ წასასმელი პროდუქტი ევროპის ქვეყნებში საუკეთესო საუზმედაა მიჩნეული პურზე წასასმელად ან სენდვიჩის მოსამზადებლად. საქართველოში კი ამ პროდუქტმა მისი დასახელებიდან spreadable (წასასმელი) გამომდინარე მომხმარებელში მცირე გაურკვევლობა გამოიწვია.

„ლურპაკის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტია“, სადაც განმარტავენ, რომ „ლურპაკის“ წასასმელი პროდუქტი ტრადიციული ნაღების კარაქის ანალოგიურად ჯანსაღი და სასარგებლოა. ლურპაკის ნაღების კარაქი მის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ფერმენტების გამო დიდი უპირატესობით გამოირჩევა. რძემჟავა ფერმენტები კუჭ–ნაწლავის სისტემაში ანტიბაქტერიულ ფუნქციას ასრულებენ და იქ ჯანმრთელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ასევე პასუხისმგებელი არიან იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ანალოგიურად სასარგებლოა წასასმელი კარაქიც.

„თუ თქვენ ხარისხიანი კარაქის შეძენა გსურთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მის პროცენტულობას. მთავარია, დააკვირდეთ შემადგენლობას და გაარკვიოთ ნაღების გარდა, რა ინგრედიენტებისგან შედგება. თუ დამატებული ინგრედიენტები სასარგებლო და ჯანსაღია, არ უნდა თქვათ უარი იმიტომ, რომ პროდუქტი მხოლოდ ნაღებისგან არ შედგება. ტექნოლოგიური განვითარება მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, ტრადიციულის პარალელურად შექმნან ახალი, სასარგებლო და მოსახერხებელი პროდუქტები, სიახლემ კი მომხმარებელი არ უნდა დააბნიოს. სწორედ ასეთი პროდუქტია წასასმელი ლურპაკი, რომელიც შედგება მხოლოდ ლურპაკის უმაღლესი ხარისხის ნაღების კარაქისგან (63.7%) და რაფსის ყვავილის ჯანსაღი ზეთისგან. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია, სძენს სირბილეს პროდუქტს და შესაბამისად, მოსახერხებელია წასასმელად,“ - განმარტავს „ლურპაკის“ ბრენდ მენეჯერი ნათია ვაშალომიძე.

შეგახსენებთ, რომ კარაქი ადამიანის კვების ყოველდღიური რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მისი მოხმარების დროს აუცილებელია, დაიცვათ ზომიერება.