ავტორი:

"გუშინ იყო სააკაშვილის მოტაცების მორიგი მცდელობა - ის რეფერალურ კლინიკაში ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ" - ნიკა გვარამია

"გუშინ იყო სააკაშვილის მოტაცების მორიგი მცდელობა - ის რეფერალურ კლინიკაში ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ" - ნიკა გვარამია

ადვოკატი, ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს, სადაც მისი რეაბილიტაცია და უსაფრთხოების დაცვა იქნება შესაძლებელი.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არაფრით აღარ განსხვავდება გლდანის ციხისგან.

"არავინ იცის, ვინ დაუწერა ფორმა 100. მაინტერესებს, საერთოდ რატომ, რის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით აღარ განსხვავდება გორის სამხედრო ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან, ამიტომ აქ ყოფნა აღარ შეიძლება. იგი გადაყვანილი უნდა იყოს რეფერალური საავადმყოფოში რომელიც სრულად უზრუნველყოფს რეაბილიტაციასა და უსაფრთხოებას.

გუშინ იყო მისი მოტაცების მეორე მცდელობა, რაც არის მიზანმიმართული ქმედება, რათა თქვან, რომ ჯანმრთელად არის, არადა ჯანმრთელად არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჰოსპიტალი იგივე გლდანის ციხეა, სხვაობა არ არსებობს. სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი რეფერალურ ჰოსპიტალში ან უკეთეს შემთხვევაში საზღვარგარეთ, იქნება ეს უკრაინა თუ სხვა ქვეყანა“, - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილს "უახლებენ წამების ტრავმას“.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია გორის ჰოსპიტალში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდა. ის კლინიკაში შესვლის ნებართვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა საბოლოოდ დაწესებულებაში შეუშვეს.