ავტორი:

უფასო მიტანის სერვისი 15 წუთში - ბოდო, ესტონური ფესვების მქონე ქართული ონლაინ სუპერმარკეტი თბილისში

უფასო მიტანის სერვისი 15 წუთში - ბოდო, ესტონური ფესვების მქონე ქართული ონლაინ სუპერმარკეტი თბილისში

შერჩეული პროდუქციის შემკვეთამდე 15-20 წუთში მიტანა, ხარისხიანი პროდუქტი, ხარისხის მუდმივი კონტროლი და სრულიად ინოვაციური მომსახურება - თბილისში, სულ ცოტა ხნის წინ, ქართული კომპანია „ბოდო“ გამოჩნდა, რომლის კონცეფცია სწორედ ამ სამი კომპონენტის ერთობლიობას მოიცავს და რომელიც მომხმარებლებს ონლაინ სუპერმარკეტების სერვისს სთავაზობს.

ალბათ, ლოგიკურად გაგიჩნდებათ შეკითხვა - რა განსხვავებაა უკვე არსებულ არაერთ ე.წ. დელივერი კომპანიასა და „ბოდოს“ ონლაინ სუპერმარკეტებს შორის? კომპანია „ბოდოს“ დამფუძნებელი დმიტრი ლობაჩ ჩვენთან საუბარს სწორედ ამ პრინციპული განსხვავებით იწყებს: „თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩვენ თავად ვფლობთ მარკეტებს, პროდუქციის სპეციფიკის მიხედვით, დაყოფილია სექციები, მაგალითად, ბავშვთა კვება, ხორცისა და რძის პროდუქცია, ჰიგიენური საშუალებები, ნაყინი, შოკოლადი, ნახევარფაბრიკატები, ცხოველთა კვება და ა.შ. ანუ, ვიზუალურად ჩვენი „დარქ სთორები“ სტანდარტული სუპერმარკეტისგან არაფრით განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით იმ მთავარ პრინციპს, რომ ჩვენს მარკეტებში მომხმარებლები არ შემოდიან, თავად ჩვენ მიგვაქვს პროდუქტი მომხმარებლამდე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ონლაინ შეკვეთა ფიქსირდება, „ბოდოს“ ე.წ.პიკერი სწორედ დაყოფილი სექციების მიხედვით აგროვებს შეკვეთილ პროდუქტს და უმოკლეს დროში აწვდის მას კურიერს. კურიერს კი, შეკვეთა დანიშნულ ლოკაციამდე მიაქვს - მთელი ეს პროცესი 15-20 წუთს არ სცდება, თანაც მიტანა უფასოა და ეს მაშინ, როდესაც ე.წ. დელივერი კომპანიები შეკვეთის მიღების შემდეგ იწყებენ მარკეტებში პროდუქციის შეძენას, კურიერებს დიდხანს უწევთ რიგში დგომა და საბოლოოდ, ადრესატამდე შეკვეთის მიტანა თითქოს უსასრულოდაც კი გრძელდება“.

დმიტრი ლობაჩ ასევე გვიხსნის, რომ ონლაინშეკვეთისას პროდუქტის რაოდენობა თუ ღირებულება შეზღუდული არ არის: „ალბათ, ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც საღამოს, სახლში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად უყურებთ ფეხბურთს, დაგაკლდათ ერთი ან ორი შეკვრა ჩიფსი, ან თუნდაც გსურთ შეუკვეთოთ მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი, მაგრამ იმის გამო, რომ დაბალი ღირებულების შეკვეთას „დელივერი კომპანიები“ არ იღებენ, იძულებული ხართ შეკვეთის სიას თქვენთვის არასასურველი პროდუქტი დაამატოთ, ან საერთოდ უარი თქვათ შეკვეთაზე. „ბოდო“ კი შეკვეთისას ფასისა თუ პროდუქტის რაოდენობის მინიმუმს არ გიწესებთ - 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ შეუკვეთოთ მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი, ან მხოლოდ ერთი შეკვრა „ჩიპსი“, ან ერთი ცალი შოკოლადი, ან ერთი პური და მიტანის სერვისშიც თანხა არ გადაიხადოთ. ასე რომ, თუ ამ დრომდე „დელივერი კომპანიები“ მომხმარებლებს თავად სთავაზობდნენ გარკვეულ წესებს, „ბოდოს“ პრინციპია, მომხმარებლის მიერ შემოთავაზებულ წესებს კომპანიის სერვისი და მომსახურება მოვარგოთ“. ჯერ-ჯერობით „ბოდო“ მუშაობს საღამოს 10-11 საათამდე, თუმცა მალე გაიხსნება სადღეღამისო საწყობები თბილისის ყველა უბანში.

BODO DELIVERY - აპლიკაციის სახელწოდებაა, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად, ონლაინ სუპერმარკეტში ყიდვის პროცესს თავად მართავთ, შეკვეთა კი თქვენამდე 15-20 წუთში მოაქვთ. ახლო მომავალში „ბოდო“ თბილისის ყველა რაიონში იქნება წარმოდგენილი. დღესდღეობით „ბოდო“-ს სერვისი ხელმისაწვდომია საბურთალოს, გლდანის და დიდი დიღმის მაცხოვრებლებისთვის. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ამ სიას დაემატება ვარკეთილი, ვაზისუბანი, ვაკე და სხვა უბნები.

„ბოდო“ არ არის მიწოდების სერვისი, ეს არის სუპერმარკეტი, რომელიც გაწვდის პროდუქტებს სახლში. ახლო მომავალში „ბოდო“ შესთავაზებს თავის მომხმარებელს მზა საჭმელებსაც და ასევე მედიკამენტებს.

დმიტრი ლობაჩ ამბობს, რომ „ბოდოს“ ონლაინ სუპერმარკეტებში ფასებიც მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული, ხშირია ფასდაკლებების დღე თუ სპეციალური აქციები. ხოლო პროდუქციის ხარისხს, დღეში ორჯერ საგანგებოდ ხარისხის მენეჯერები ამოწმებენ.

„რაც მთავარია, ჩვენთვის ყველა შეკვეთა უნიკალურია და თუნდაც ერთი მისამართიდან რამდენიმე სხვადასხვა შეკვეთა დაფიქსირდეს, თითოეულ მათგანს, როგორც სუპერმარკეტის თანამშრომლები, „პიკერები“ თუ კურიერები ცალ-ცალკე მიღებული შეკვეთის პრინციპით ემსახურებიან. ჩვენს სივრცეში განთავსებულია აფთიაქი, ასევე, მალე გაიხსნება მზა-კვების სექტორიც. „ბოდო“-ს „დარქ სთორების“ ბაზარზე შემოსვლით, ვფიქრობ, თბილისში ნამდვილ, ევროპულ, ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას ვამკვიდრებთ“ - გვეუბნება საუბრის დასასრულს კომპანია „ბოდოს“ დამფუძნებელი.

ბოდოს აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულზე: https://app.adjust.com/hdbipz3

R