ავტორი:

"ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა - ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ" - მამუკა მდინარაძე

"ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა - ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ" - მამუკა მდინარაძე

"ოპონენტებმა გადაწყვიტეს პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო. ჩვენც ამას დავუპირისპირდით იმით, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას შეგნებულადაც ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბიუროს იმ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც უმრავლესობის წევრების არ მისვლის გამო ჩაიშალა და რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ "ლელოს“ ალტერნატიული წინადადება უნდა დარეგისტრირებულიყო.

მდინარაძის თქმით, მისმა თანაპარტიელებმა ბიუროს სხდომა სპეციალურად ჩაშალეს და ეს პოლიტიკური ოპონენტების საპასუხოდ გააკეთეს.

"ჩვენ ვერ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ, პირიქით, ასეთ მცდელობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რამდენიმე ადამიანი გამოვცხადდით ინსტიტუტის, ბატონი გიას პატივისცემის ნიშნად, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ალტერნატივის სახით არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი, სიტყვა-სიტყვით არის იგივე. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინეს. ვფიქრობ, ამას ბევრი შეფასება არ სჭირდება, ეს არის ცუდი პრეცედენტი“, - განაცხადა მდინარაძემ.