ავტორი:

"კახი, მოდი გადაცემაში, გავიხსენოთ ჩვენი წარსული. არა, მე არაფერი არ მქონია კახისთან..." - ია ფარულავას მორიგი მიმართვა კალაძეს

"კახი, მოდი გადაცემაში, გავიხსენოთ ჩვენი წარსული. არა, მე არაფერი არ მქონია კახისთან..." - ია ფარულავას მორიგი მიმართვა კალაძეს

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა საზოგადოებისთვის სკანდალური განცხადებებითაც არის ცნობილი. ბოლო ხანს რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის მერს კახი კალაძეს მიმართავს. სექტემბერში ჯერ მისი საცხოვრებელი კორპუსიდან ნაგვის ურნების შორს დადგმის გამო თბილისის მერია აგინა, მოგვიანებით კი როდესაც ურნები გადაადგილეს, თბილისის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

დედაქალაქის მერის არჩევენების პირველ ტურში განაცხადა, რომ კახი კალაძეს მისცა ხმა, თუმცა მეორე ტურამდე მერიაზე ისევ გაბრაზდა და ამჯერად ნიკა მელია შემოხაზა.

ამჯერად თბილისის მერის მისამართით "ინსტაგრამის" ერთ-ერთ სთორიში ისაუბრა და კალაძის მიწვევა საკუთარ გადაცემა "ფარულ კონვერტში“ ასე სცადა. მისი თქმით, მერი მისი პროდიუსერის ზარებს არ პასუხობს.

ია ფარულავა:

"მერამდენე დღეა ცდილობს ჩემი პროდუსერი რომ გავიდეს კონტაქტზე კახისთან და მოიწვიოს "ფარულ კონვერტში“, როგორ მინდოდა წინასაახალწლოდ მოსულიყო გადაცემაში და ხმას არ გვცემს. ნეტა რატომ, ხომ არ იცით. რა იყო, ეს იქნებოდა შერიგების ბრწყინვალე საშუალება.

კახი, მოდი, მოდი გადაცემაში, გავიხსენოთ ჩვენი წარსული. არა, მე არაფერი არ მქონია კახისთან, ტყუილია, მთელ თბილისს გადაუარა კახიმ, ჩემს გარდა"..