ავტორი:

ბაღდათთან ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბაღდათთან ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.