თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი საჭირო და აუცილებელი გასახდომი დეტოქს-პროცედურების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურებს დეტოქს-პროგრამის ფარგლებში სპეციალისტები ინდივიდუალურად საჭიროებისამებრ ნიშნავენ, რათა სასურველი შედეგი გარანტირებული იყოს.
ვეცდებით, მოგაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი პროცედურის შესახებ, რაც თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტში ტარდება და ორგანიზმის გასაჯანსაღებაზეა ორიენტირებული.
ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს დაგროვებული, აკუმულირებული ცხიმის ადგილიდან დაძვრას და დროთა განმავლობაში მათ სხეულიდან მარტივად გამოდევნას. ამ მასაჟით პრობლემა მოკლე დროში, ეფექტიანად და მარტივად გვარდება. პროცედურას გამაჯანსაღებელი ეფექტიც აქვს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ქსოვილების პერმანენტულ ცვლას, ტონუსში მოჰყავს სხეული, მონაწილეობს წონის კლების პროცესში და იდეალურია სხეულის კორექციისთვის.
მასაჟი სურვილისამებრ შეუძლიათ გაიკეთონ ყავით ან თაფლით.
შარკოს შხაპი უნიკალური პროცედურაა, მიმდინარეობს გოგირდის წყლის ძლიერი ზემოქმედებით. ის რეკომენდებულია ცელულიტის მოსაშორებლად, ასევე ჭარბწონიანობის დასამარცხებლად. ეფექტურია ტვინისა და ხერხემლის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოსაწესრიგებლად, ორგანიზმში იმუნიტეტის ასამაღლებლად, ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად. შარკოს შხაპი ააქტიურებს კუნთების მუშაობას და ხსნის ქრონიკულ დაღლილობას.
ჰიდროკოლონოთერაპია მსხვილი ნაწლავის ღრმა გამორეცხვაა, რომელიც თანამედროვე აპარატითა და გაფილტრული, იონიზირებული წყლით ტარდება. ამ დროს ორგანიზმიდან გამოიდევნება გადაუმუშავებელი საკვების ნარჩენები, ტოქსინები და მკვდარი უჯრედები, რომლებიც დროთა განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. არასასურველი ნაწილაკები პერიოდულად მთელს ორგანიზმში ვრცელდება, რის გამოც ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება. ნაწლავების ღრმა გამორეცხვა რეკომენდებულია როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემის მქონე პირებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს დაავადებების ადრეული პრევენცია.
პროცედურის მიზანია ასევე: ნაწლავური ფლორის აღდგენა, დეზინტოქსიკაცია, ორგანიზმის მინერალური ბალანსის კორექცია, ზედმეტი წონის მოცილება დიეტის გარეშე, კუჭ-ნაწლავის მოქმედების გაუმჯობესება, დეტოქსიკაცია, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება, ალერგიული რეაქციების გამოვლინებისა და ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება, შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება, მსხვილი ნაწლავის პროფილაქტიკა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მოხსნა.
რექტალური შხაპი გოგირდის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი წყლით სწორი ნაწლავის გამორეცხვაა. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი პრობლემების მოსაგვარებლად ან პრევენციისთვის: ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დისბაქტერიოზი, ალერგიული ფონი.
წყალქვეშა მასაჟი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურაა. ტარდება გოგირდის უნიკალური წყლით. პროცედურა რეკომენდებულია: სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ცენტრალური ნერვული სისტემის აღსადგენად, წონის კორექციისთვის, ცელულიტის მოსაშორებლად, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მოსაგვარებლად, გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებებისგან განსაკურნებლად.
ცირკულარული შხაპი რკალოვანი დანადგარის საშუალებით ტარდება, რომელსაც მრავალი წვრილი ნასვრეტი აქვს. მისი საშუალებით, გოგირდის წყალი ორგანიზმზე წერტილოვანი მასაჟის პროცედურას ასრულებას, რაც დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და გამღიზიანებელ რეცეპტორებზე.
პრესოთერაპიული ლიმფოდრენაჟის პროცედურა კეთდება სპეციალური თერმოკომბენიზონით, რომლითაც ჰაერის წნევის ცვალებადობით და ინფრაწითელი თერმული მოქმედები, მიიღწევა ანტიცელულიტური ეფექტი. ლიმფოდრენაჟი რეკომენდებულია, როგორც ესთეტიკის კუთხით, ასევე სამედიცინო მიმართულებით: ლიმფოდრენაჟი ესთეტიკური თვალსაზრისით დადებითად მოქმედებს: ონკოლოგიური პრობლემების მკურნალობის შემდგომ პერიოდშიც, ჭარბ წონაზე, აქვს ანტიცელულიტური მოქმედება, ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან, საუკეთესო გამოსავალია ვარიკოზული ვენების დროს, ხსნის ქვედა კიდურებში ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას (შეშუპებას).
პროცედურის დროს მიმდინარეობს კანის აღდგენის ეფექტური პროცესი. ლიმფოდრენაჟი დადებითად მოქმედებს: რევმატიული დაავადებების დროს.
თალასო ვიში მტკნარი წყლის ჭავლის პროცედურაა, რომელიც უახლესი, თანამედროვე დანადგარისა და მასში შემავალი წყლის საშუალებით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს მეტაბოლიზმს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. ეს პროცედურა არის მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ამინომჟავების პირდაპირი წყარო, რაც აუმჯობესებს კანის ხარისხს. ვიშის შხაპი ებრძვის როგორც ლოკალურ გამონაყარს, ასევე ცელულიტსა და ჭარბ ცხიმგროვებს. თალასოთერაპია უზრუნველყოფს ორგანიზმის სხვადასხვა მინერალებით შევსებას, როგორებიცაა: ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი. შეგიძლიათ სურვილისამებრ აირჩიოთ თალასო ვიშის სხვა სახეობებიც: თალასო ვიში ტალახით, ცხელი ქვებით, სკრაბით, ყავით, ზღვის მარილით.
SPA-კაფსულა თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტისგან საინტერესო სიახლეა. SPA-კაფსულა თანამედროვე აპარატია და მიმართულია სხეულის გაახალგაზრდავებასა და გაჯანსაღებაზე. აპარატის ეფექტურობა განპირობებულია ჯაჭვური რეაქციით - სამკურნალო ფაქტორების ურთიერთქმედებით, რის შემდეგაც ტონუსში მოდის მთლიანი სხეული.
აპარატის დადებითი მოქმედება დამოკიდებულია მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც ოზონთან, ინფრაწითელ ნათებასთან და აუდიოსისტემასთან ერთად, სამკურნალო ეფექტს ქმნის.
აღადგენს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მკურნალობს ძვალსახსროვან სისტემას, მისი საშუალებით ხდება წონის კორექცია, კანის რეგენერაცია, ცელულიტის მოშორება, ძილის ხარისხის გაუმჯობესება, ორგანიზმის დეტოქსიკაცია და რელაქსაცია.
თურქული სველი საუნით სარგებლობისას სხეულიდან გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ოფლი. ის ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს. საუნის მოქმედებისას სხეული გამოიმუშავებს უნარს, დაიცვას ორგანიზმი გადახურებისგან და უზრუნველყოს ოფლის დროული აორთქლება. ამ პროცედურით შეგიძლიათ, მოადუნოთ ცენტრალური ნერვიული სისტემა და კუნთოვანი აპარატი, მოიხსნათ სტრესი, დააჩქაროთ რეგენერაციის პროცესები, გაიძლიეროთ იმუნიტეტი.
ფინური მშრალი საუნაც დაგეხმარებათ, მოადუნოთ ცენტრალური ნერვული სისტემა და კუნთოვანი აპარატი. ნაკლები ტენიანობის ხარჯზე ახასიათებს შედარებით მაღალი ტემპერატურა. მშრალ საუნაში ოფლიჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, რასაც ორგანიზმი რეაქციით პასუხობს – ფართოვდება სისხლძარვები, რის შემდეგაც უკეთ ცირკულირდება სისხლი და რეგენერაციის პროცესებიც აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ჯგუფური აქტივობები:
აქვა-აერობიკის ვარჯიშები დახურულ აუზში მიმდინარეობს. აქტივობის ეს მიმართულება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან სხვა ვარჯიშებისგან განსხვავებით, წყალში მოძრაობისას ჩართულია თითოეული კუნთი. ამავდროულად, წყალი უზრუნველყოფს გულის დატვირთვის შემცირებას, რაც ვარჯიშებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. ეს პროცედურა დროთა განმავლობაში აუმჯობესებს იმუნიტეტს, რაც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, ვირუსებისგან და გაციებისგან.
აერობიკა სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების ერთობლიობაა, რომელიც ენერგიული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშისგან განსხვავებით, აერობიკა ნაკლებად რუტინულია – თითოეული აქტივობა თანხვედრაშია მუსიკასთან, რაც ვარჯიშის პროცესს უფრო ეფექტიანსა და სასიამოვნოს ხდის. აერობიკა იდეალურია, თუ გსურთ წონაში ჯანსაღად დაკლება და ცელულიტის შემცირება, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესება, კუნთებისა და კანის ელასტიკურობა, ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირება.
აქტივობა აუმჯობესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რადგან ვარჯიშები დაფუძნებულია სუნთქვით სინქრონიზაციაზე - სწორედ ამ დროს გამომუშავდება წონასწორობის უნარი, რაც დადებითად აისახება ცხოვრების ხარისხზე.
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეწვიეთ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტს.
(R)