ავტორი:

"წავიდა ადამიანი, რომელიც მზესავით გვათბობდა" - პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა

"წავიდა ადამიანი, რომელიც მზესავით გვათბობდა" - პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა

პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა. ქალი მძიმე დაავადებას ებრძოდა და ცოტა ხნის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა. მაშინ მეგობრები გაერთიანდნენ და იას გადასარჩენად ფულს აგროვებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ია ნანეიშვილის ლექსები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მწერალს ორი მცირეწლოვანი გოგონა დარჩა.

მწერლის კოლეგა ია კარგარეთელი სოციალურ ქსელში წერს:

"წავიდა ია. ადამიანი, რომელიც მზესავით გვათბობდა თავისი კეთილი გულით"

"როგორ მამხნევებდა, რამხელა სითბოს მჩუქნიდა, თუმცა მხოლოდ მე არა, ყველას გვჩუქნიდა, თავისი ყოველი სიტყვით"

"როგორ მტკივა გული, ამდენ სიძულვილით და ღვარძლით სავსე ადამიანში (რაც ჩვენს სფეროში ასე მრავლადაა) ია ერთადერთი იყო, რომელსაც არავისი შურდა, მის გულში მხოლოდ იმედი, სიკეთე და სიყვარული იყო"

"ია, შენ დარჩი ჩემს გულში სამუდამო თბილ მოგონებად, ადამიანად, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი უბრალოებით და თბილი გულით. მადლობა "თეთრი ოცდაოთხი თვისთვის", წიგნისთვის, რომელიც ბოლოს მისახსოვრე და მადლობა ყველა იმ თბილი სიტყვისთვის, რაც ჩემთვის გითქვამს"

"ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ თავადაც ბედნიერები ვიყოთ და სხვებსაც ბედნიერება მივანიჭოთ... სიცოცხლე მხოლოდ სიკეთის კეთებაში უნდა გაიღოს ადამიანმა! სიყვარული და სიკეთე - აი, რისი მოსწრება და კეთება ევალება ადამიანს ცხოვრებაში, ბოროტი ადამიანი განწირულია...

ბოროტებით ნუ იცხოვრებთ ადამიანებო"!..

"წერდა თავის წიგნში, და წერდა მაშინ, როდესაც სიკვდილს ებრძოდა, ეს ყველას როდის შეუძლია, ეს იამ შეძლო"