ავტორი:

"ე.წ შეზღუდვები, რომელიც გუშინ დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სააკაშვილისთვის დაეწესებინა, უკანონოა" - ადვოკატი

"ე.წ შეზღუდვები, რომელიც გუშინ დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სააკაშვილისთვის დაეწესებინა, უკანონოა" - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ პაციენტების მონახულების დროის შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და უსაფუძვლოა.

ამასთან, როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული შეზღუდვა იუსტიციის მინისტრის კაბინეტშია მიღებული და არა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ​თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შეზღუდვის მოსახსნელად ყველა ღონეს მიმართავენ.

"ე.წ შეზღუდვები, რომელიც გუშინ გაბრაზებულმა, დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილისთვის დაეწესებინა არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, რადგან ადვოკატის ვიზიტის უფლება თავისუფლებააღკვეთილ პირთან, არის ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვაც ამგვარი მოტივებით არის დაუშვებელი.

არ ვიცი ამის სამართლებრივი საფუძველი რა გახდა. ამგვარ შეზღუდვებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ცხადია, ეს არ არის გორის ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილება და არის იუსტიციის მინისტრის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილებაა. იუსტიციის მინისტრი, რომელიც სამარცხვინოდ დგას ამგვარი მარცხის შემდეგ და ცდილობს სასაცილო გამართლება მოუძებნის იმას, თუ რატომ ჩაფლავდა მისი უწყება ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულების დროს. რაც შეეხება დაცვის მხარის სტრატეგიას, ბუნებრივია, ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ეს აბსურდული შეზღუდვები შეიცვალოს და ძალაში არ დარჩეს“, - განაცხადა თუთბერიძემ.