ავტორი:

ყველაფერი კავშირშია -საახალწლოდ სილქნეტი  ჯადოსნურ დღეებს გვჩუქნის!

ყველაფერი კავშირშია -საახალწლოდ სილქნეტი  ჯადოსნურ დღეებს გვჩუქნის!

სადღესასწაულო დღეები და გრძელი უქმეები ახლოვდება. გვსურს ყველა მომხმარებელს უსასრულო, ულევი, ულიმიტო სადღესასწაულო დღეები ვაჩუქოთ. საახალწლო აქციები 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მობილურ და სახლის ყველა სერვისზე გავრცელდება.

ჯადოსნურ დღეებში SilkTV სერვისზე მომხმარებელს ყველა არხი საჩუქრად გაუაქტიურდება (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი გახდება, როგორც ქართული, ისე უცხოური ტელეარხები. სადღესასწაულო ეთერი, საყვარელი საახალწლო ფილმები, სპორტული გადაცემები, საკონცერტო პროგრამა, მაყურებელს გრძელი უქმეების საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარებას ჰპირდება.

ოპტიკური ქსელის მომხმარებელი, ამავე დღეებში, სახლის ინტერნეტ სიჩქარის 20მბ/წმ-ით საჩუქრად გაზრდას შეძლებს. “ბუსტის” ამ შეთავაზებას მხოლოდ სურვილის შემთხვევაში, ჩაირთავს:

SMS-ით ნომერზე 90056;

my.silknet.com პორტალიდან;

24 საათიანი ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით.

გაზრდილი სიჩქარით აბონენტი 21 იანვრის ჩათვლით ისარგებლებს.

29 დეკემბრიდან 7 იანვრის პერიოდში მობილური ქსელის მომხმარებლებს განსაკუთრებული აქციები ელით:

საახალწლო Silk Cosmo-ს ყველა პაკეტს აბონენტი, ფასის უცვლელად, გაორმაგებული ბონუსით ჩაირთავს. კომბინაციით *200#:

  • დღიური კოსმო (ულიმიტო სასაუბრო წუთები, SMS, და 1000 MB ინტერნეტი) -1.5₾
  • კოსმო (200 წუთი; ულიმიტო SMS; 2GB) - 7₾
  • მეგა კოსმო (440 წუთი; ულიმიტო SMS; 3GB) - 12₾
  • კოსმო მაქსი (ულიმიტო წუთები, SMS; 10გბ) - 30₾
  • 4გბ (14 დღე) -3₾
  • 4გბ (28 დღე) - 5₾
  • 12გბ (14 დღე) -6₾
  • 12გბ (28 დღე) - 10₾

29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ყველაზე გრძელვადიანი „სილქფესტი“ იქნება შეთავაზებული:

ულიმიტო სასაუბროს - 10 ლარად - აქტივაცია *202# (*202*6#)

ულიმიტო ინტერნეტს - 19 ლარად - აქტივაცია *202# (*202*7#)

3 GB - 4 ლარად - აქტივაცია *202# (*202*3#)

200 წუთს + 200 SMS - 4 ლარად - აქტივაცია *202# (*202*4#)

პაკეტს 3GB ინტერნეტით და 500 სასაუბრო წუთით 10 ლარად - აქტივაცია *202# (*202*5#)

თითოეული პაკეტს 30 დღიანი ვადა აქვს.

სილქნეტი ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

მადლობა მომხმარებლებს ნდობისთვის და ერთგულებისთვის!

R