ავტორი:

"შხაპის მიღებისას,  უცებ ერთი მუჭა თმა შემრჩა ხელში" - ჯეიდა პინკეტ სმიტი ალოპეციისგან გამოწვეულ თმის ცვენაზე საუბრობს

"შხაპის მიღებისას,  უცებ ერთი მუჭა თმა შემრჩა ხელში" - ჯეიდა პინკეტ სმიტი ალოპეციისგან გამოწვეულ თმის ცვენაზე საუბრობს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, უილ სმიტის მეუღლე, მსახიობი ჯეიდა პინკეტ სმიტი გულწრფელად საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გასცვივდა თმა.

50 წლის მსახიობმა ჯერ კიდევ 2018 წელს ისაუბრა იმის შესახებ, რომ ალოპეცია (ავტოიმუნური დაავადება, რომელიც თმის ცვენას იწვევს) ჰქონდა. ამჯერად კი აღნიშნულის შესახებ უფრო დეტრალურად უამბო საზოგადოებას.

"ამ ეტაპისთვის მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩემს გაცვენილ თმაზე ვიცინო. თქვენ იცით, რომ ალოპეცია მაქვს, ამ ზოლს შეხედეთ. მოულოდნელად გაჩნდა ერთ დღესაც. გამიჭირდება ამის დამალვა და ამიტომ, გადავწყვიტე, პირდაპირ მეჩვენებინა, რათა შემდგომ კითხვები არ გაგჩენოდათ", - აღნიშნა ჯეიდამ.

თმის ცვენის გამო მან თმა ჯერ კიდევ ზაფხულში გადაიპარსა და ალოპეციასთან დამეგობრება გადაწყვიტა. "როცა თმის ძლიერი ცვენა დამეწყო, ძალიან შემეშინდა. ერთ დღეს შხაპს ვიღებდი და უცებ ერთი მუჭა თმა შემრჩა ხელში. შიშით ვკანკალებდი", - ამბობს ჯეიდა.

მსახიობმა მოკლედ შეჭრილი ვარცხნილობებიც სცადა და თავსახვევებითაც ხშირად ჩნდებოდა, მაგრამ მისმა 21 წლის ქალიშვილმა, ვილოუ სმიტმა დაიყოლია თმის გადაპარსვაზე

ახლა ჯეიდა პინკეტ სმიტმა გადაწყვიტა არაორდინალური დეტალები შემატოს ვიზუალს. როგორც მსახიობი ამბობს, ის გეგმავს "გვირგვინი" გაიკეთოს და კეფაზე თვლები ჩაისვას.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა