ავტორი:

"ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილე კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

"ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილე კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის უკვე მერვე ადამიანია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისი თქმით, დაახლოებით 200-მდე ადამიანი შიმშილობდა, თუმცა, მათი რიცხვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუდმივად იცვლება.

რაც შეეხება პარტიის ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ მათ ჯერ გართულებები არ ჰქონიათ.

„ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით, მათ არანაირი გართულება არ ჰქონიათ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.