ავტორი:

ჟინვალთან მიკროავტობუსი გადავარდა, დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი

ჟინვალთან მიკროავტობუსი გადავარდა, დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი

ჟინვალთან მიკროავტობუსი გადავარდა, დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.